Thursday, April 21, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
   იაკობის კვალდაკვალ.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
   იაკობ გოგებაშვილი - ,,დედა ენისპირველი ავტორი. მოვიძიოთ ინფორმაცია იაკობის შესახებ. მოსწავლეები გაეცნობიან ვარიანის ადგილმდებარეობას.
3. პროექტის აქტუალობა:
   პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ,,დედა ენისპირველი შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. M მოაწყობენ ექსკურსიას და გაეცნობიან იმ ადგილს, სადაც დაიბადაგაიზარდა და მოღვაწეობდა დიდი იაკობი.
 მოვაწყობთ ექსკურსიას ვარიანში. დავათვალიერებთ მწერლის სახლ-მუზეუმს.
4. პროექტის მიზნები:
  პროექტის მიზანია მოსწავლეებში გავაღვივო იაკობ გოგებაშვილისადმი სიყვარული. შევასწავლო და შევაყვარო მისი მოთხრობები.
5. მონაწილეთა ასაკი:
  8-9 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:
  4 კვირა (1თვე).
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  ჯგუფები წარმოადგენენ ინფორმაციას, ტექსტის, ფოტოების, ვიდეო მასალის სახით. მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ინფორმაციას განვათავსებთ ბლოგზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  მოსწავლეებს მივუთითებ, რომ მათ შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია სახელმძღვანელოსა და კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურაში. გამოყენებულ იქნება ინტერნეტი, სურათები.
 9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
   მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას. გაეცნობიან აგრეთვე ვარიანის ადგილმდებარეობას. მოსწავლეებს გავყოფ ხუთ ჯგუფად და გავუნაწილებ დავალებებს
I ჯგუფი მოიპოვებს მასალას ვარიანისა და დღესასწაულის ,,იაკობობაშესახებ;                                         II ჯგუფი მოიძიებს მასალას იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ
III ჯგუფი იმუშავებს იაკობის წვლილზე ,,დედა ენისშექმნის შესახებ
IV ჯგუფი აღწერს იაკობის დამსახურებას ქართველი ერის წინაშე
V ჯგუფი შეაგროვებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  ქართულიიაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის გაცნობა. იაკობი - ,,დედა ენისპირველი შემქმნელი.
 Mმუსიკა, ხელოვნებაიაკობის ნაწარმოებზე შექმნილი მხატვრული ფილმი ,,იავნანამ რა ჰქმნა?!”
Bბუნებამოსწავლეები გაეცნობიან ვარიანის ადგილ-მდებარეობას, მის რელიეფს.
 საინფორმაციო ტექნოლოგიები.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
   ნინო ინდუაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
kachrika@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
  Nninoinduashvili.blogspot.com