1.პროექტის სახელწოდება:
იაკობის კვალდაკვალ.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
იაკობ გოგებაშვილი - ,,დედა ენის” პირველი ავტორი. მოვიძიოთ ინფორმაცია იაკობის შესახებ. მოსწავლეები გაეცნობიან ვარიანის ადგილმდებარეობას.
3. პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ,,დედა ენის” პირველი შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. M მოაწყობენ ექსკურსიას და გაეცნობიან იმ ადგილს, სადაც დაიბადა, გაიზარდა და მოღვაწეობდა დიდი იაკობი.
მოვაწყობთ ექსკურსიას ვარიანში. დავათვალიერებთ მწერლის სახლ-მუზეუმს.
4. პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლეებში გავაღვივო იაკობ გოგებაშვილისადმი სიყვარული. შევასწავლო და შევაყვარო მისი მოთხრობები.
5. მონაწილეთა ასაკი:
8-9 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:
4 კვირა (1თვე).
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ჯგუფები წარმოადგენენ ინფორმაციას, ტექსტის, ფოტოების, ვიდეო მასალის სახით. მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ინფორმაციას განვათავსებთ ბლოგზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მოსწავლეებს მივუთითებ, რომ მათ შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია სახელმძღვანელოსა და კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურაში. გამოყენებულ იქნება ინტერნეტი, სურათები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას. გაეცნობიან აგრეთვე ვარიანის ადგილმდებარეობას. მოსწავლეებს გავყოფ ხუთ ჯგუფად და გავუნაწილებ დავალებებს.
I ჯგუფი მოიპოვებს მასალას ვარიანისა და დღესასწაულის ,,იაკობობა” შესახებ; II ჯგუფი მოიძიებს მასალას იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ;
III ჯგუფი იმუშავებს იაკობის წვლილზე ,,დედა ენის” შექმნის შესახებ;
IV ჯგუფი აღწერს იაკობის დამსახურებას ქართველი ერის წინაშე;
V ჯგუფი შეაგროვებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს.
I ჯგუფი მოიპოვებს მასალას ვარიანისა და დღესასწაულის ,,იაკობობა” შესახებ; II ჯგუფი მოიძიებს მასალას იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ;
III ჯგუფი იმუშავებს იაკობის წვლილზე ,,დედა ენის” შექმნის შესახებ;
IV ჯგუფი აღწერს იაკობის დამსახურებას ქართველი ერის წინაშე;
V ჯგუფი შეაგროვებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული – იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის გაცნობა. იაკობი - ,,დედა ენის” პირველი შემქმნელი.
Mმუსიკა, ხელოვნება – იაკობის ნაწარმოებზე შექმნილი მხატვრული ფილმი ,,იავნანამ რა ჰქმნა?!”
Bბუნება – მოსწავლეები გაეცნობიან ვარიანის ადგილ-მდებარეობას, მის რელიეფს.
საინფორმაციო ტექნოლოგიები.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ნინო ინდუაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
kachrika@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Nninoinduashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment